ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-08-06

„ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში“

6 აგვისტოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა „ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში“. ღონისძიება თსუ-ს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და იულიხის (გერმანია) კვლევათა ცენტრის ერთობ ლივი ორგანიზებით ტარდება.
ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის პროფესორ ჰანს შტროხერის თქმით, “სემინარის მიზანი გერმანიასა და საქართველოს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებაა. სემინარში პროფესორების სტუდენტებიც არიან ჩართული.“
როგორც თსუ რექტორის მოადგილემ ავთანდილ ჩუთლაშვილმა აღნიშნა: „სემინარის მთავარი მიზანი ქართველი მეცნიერებისთვის და სტუდენტებისთვის უახლესი მეცნიერული მიღწევების და პროექტების გაცნობაა.“
„ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში“ უკვე მეხუთედ იმართება და მას საფუძველი 2004 წელს თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტისა და გერმანიის ქ. იულიხის კვლევათა ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ჩაეყარა. სკოლა-სემინარი ყოველ მეორე წელს ტარდება.
2010 წელს იულიხის კვლევათა ცენტრსა და თსუ-სა და სტუ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ქართულ-გერმანული თანამშრომლობა გაფართოვდა და ფიზიკის გარდა ფუნდამენტური მეცნიერებების სხვა   - როგორც საინჟინრო, ასევე საბუნებისმეტყველო დარგებიც მოიცვა. 2011 წლის დეკემბერში გერმანიის დელეგაციის ვიზიტის დროს კონცეფციის - „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ ბაზაზე მიღწეული იქნა შეთანხმება ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების სფეროში.
წლევანდელი ღონისძიება გაფართოებული ფორმატით ტარდება. თსუ სკოლა-სემინარს 6-7 აგვისტოს მასპინძლობს.  ღონისძიება 9-10 აგვისტოს სტუ-ში გაგრძელდება; 13-17 აგვისტოს კი სემინარი „საზაფხულო სკოლის“ სახით  გადაინაცვლებს ბათუმში, რომლის მასპინძელია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.


Print

« იხ. ყველა სიახლე