2013-10-02
თსუ საბავშვო უნივერსიტეტის კონფერენცია - ღია კარის დღე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტმა ღია კარის დღე 2 ოქტომბერს გამართა. ღონისძიება თსუ საბავშვო უნივერსიტეტისა და საქართველოს საჯარო სკოლების თანამშრომლობის საკითხებს მიეძღვნა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, რესურსცენტრების, საჯარო სკოლებისა და სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროცესებში იყვნენ ჩართულნი, ჰქონდეთ გარკვეული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს უნივერსიტეტი და რას უნდა ელოდნენ. ეს მათ მომავალი პროფესიის არჩევაში და იმის გააზრებაში დაეხმარებათ როგორი უნდა იყოს მათი ცხოვრება, რომელი უნივერსიტეტი უნდა აირჩიონ ან რატომ უნდა გააკეთონ არჩევანი ჩვენს უნივერსიტეტზე. ეს არის ძალიან კარგი ფორმა ბავშვების დაინტერესებისათვის.“
„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ეს ხელს უწყობს ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და ზოგად განათლებასა და საუნივერსიტეტო განათლებას შორის კავშირის დამყარებას. პროექტი მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას სწორი დამოკიდებულება შეიქმნას სხვადასხვა პროფესიების მიმართ, დაინტერესდნენ ფუნდამენტური მეცნიერებებით, შეექმნათ წარმოდგენა - რას ისწავლიან უნივერსიტეტში, როგორ განვითარდება მათი მომავალი და პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები“- აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.
ღია კარის დღის მიზანზე, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფუნქციებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა თსუ რექტორის კონსულტანტმა, საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორმა მარინა ლომოურმა: „ღონისძიებაზე საბავშვო უნივერსიტეტის პროგრამების პრეზენტაცია მოეწყო. უკვე ხორციელდება რამდენიმე საინტერესო პროექტი, ვმუშაობთ მოსწავლეებთან რეგიონებში. საჭიროა კოორდინირებული მუშაობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთნ, საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან. მომავალში გვსურს ქვეყანაში საბავშვო უნივერსიტეტის სისტემის შექმნა.“
ღია კარის დღეზე პრეზენტაციები მოეწყო საბავშვო უნივერსიტეტის საქმიანობასა და ახალ პროგრამებზე - საბავშვო უნივერსიტეტის რეგიონული სისტემის ჩამოყალიბებასა და პროექტზე „გააცანი შენი პროფესია“, მუშაობაზე არაქართულენოვან სკოლებთან; საუნივერსიტეტო და სასკოლო ახალგაზრდული ორგანიზაციების ჩართვაზე საგანმანათლებლო დაწესებულებების მმართველობით პროცესებში; თსუ სტუდენტთა მომსახურების ცენტრების მუშაობაზე.

« იხ. ყველა სიახლე