ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-05-17

კონფერენცია თსუ-ში - "შეერთებული შტატები და საქართველო: გუშინ, დღეს, ხვალ"

17 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ამერიკისმცოდნეობის მეცამეტე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ,,შეერთებული შტატები და საქართველო: გუშინ, დღეს, ხვალ". კონფერენცია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20 წლისთავს ეძღვნება.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ რ. ბასი, საგარეო საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლები.
კონფერენციის  მუშაობის სამი დღის მანძილზე იმუშავებს  10 სექცია: აშშ და საქართველოს პოლიტიკური თანამშრომლობა, ქართველები ამერიკაში და ამერიკელები საქართველოში, აშშ-ის საგარეო პოლიტიკა, აშშ-ის საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა, მრავალკურლტურული ამერიკა, ლიტერატურა, განათლება და მეცნიერება, კულტურა, არქიტექტურა, ჟურნალისტიკა, ენა, მედიცინა, ქალთა და სოციალური საკითხები, კინომატოგრაფი.
კონფერენციის გახსნის დღეს, 17 მაისს, თსუ სააქტო დარბაზში გაიმართა თბილისის საკონცერტო ორკესტრის (ბიგ-ბენდის) კონცერტი.

Print

« იხ. ყველა სიახლე