ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-06-07

დებატებისა და საჯარო გამოსვლების ბანაკის ტურნირის ნახევარფინალი თსუ-ში

7 ივნისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   საჯარო გამოსვლების ბანაკის ტურნირის ნახევარფინალის თამაში გაიმართა, რომელზეც   თსუ   დებატკლუბის  სტუდენტებმა იმსაჯეს. დებატების თემა იყო „ბავშვთა უფლებების დაცვა.“ ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.  
    საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარის, თსუ დებატების კლუბის ხელმძღვანელის თინათინ ცერცვაძის განცხადებით, „მსგავსი დებატები ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის. დებატები ზოგადი განათლებისთვისაც მნიშვნელოვანია, კრიტიკულ აზროვნებასა და არგუმენტირებულ მსჯელობას ავითარებს. მას შემდეგ, რაც თსუ-ში დებატების კლუბი შეიქმნა, სტუდენტებმა მოახერხეს დაუფლებოდნენ დებატების ტექნიკას, რაც ძალიან შრომატევადია და ბევრ დროს საჭიროებს“.
       თსუ იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა, დებატ კლუბის ერთ-ერთმა წევრმა  მარიამ გაიპარაშვილმა აღნიშნა: „ძალიან მოხარული ვარ, რომ თსუ-ში გაიხსნა დებატ კლუბი და ვეუფლებით დებატების ხელოვნებას. ეს კლუბი სწორი მიმართულებით წარმართავს ჩვენს განვითარებას და მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება ისეთი უნარები განვავითარო, რომელიც ჩემს მომავალ პროფესიაშიც დამეხმარება.  ძალიან დიდ გამოცდილებას მივიღებთ“.
დებატკლუბის თამაშს  თსუ-ს,  ბავშვთა ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, თბილისის სამოქალაქო კლუბების, ფონდი PH International-ის წარმომადგენლები და  სკოლების დირექტორებ ესწრებოდნენ.







Print

« იხ. ყველა სიახლე