2016-05-25
აუდიტორია 115-ის წევრებმა სტუდენტური თვითმმართველობის ოთახები დაიკავეს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აუდიტორია 115-ის წევრებმა სტუდენტური თვითმმართველობის გასაუქმებლად ხელისუფლებისთვის მიცემული დროის ამოწურვის შემდეგ აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმების შესახებ ოფიციალურ გადაწყვეტილებასა და განათლების სისტემის რეფორმირებას მოითხოვდნენ.
„იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებისთვის მიცემული დრო თვითმმართველობის გასაუქმებლად რეაგირების გარეშე დასრულდა, ჩვენ თავად გავაძევებთ თვითმმართველობას უნივერსიტეტიდან,“- განაცხადეს აუდიტორია 115-ის წევრებმა. აქციის მონაწილეებმა პირველი კორპუსის ეზოდან თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური ოფისისკენ გადაინაცვლეს და, უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგობის მიუხედავად, ძალის გამოყენებით შევიდნენ თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალურ ოფისში, 213-ე აუდიტორიაში, მათ ასევე დაიკავეს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ოფისი 303-ე აუდიტორიაში.
აქციის მონაწილე სტუდენტებს თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე შეხვდა, მან აუდიტორია 115-ის წევრებს სიმშვიდისა და კანონიერების დაცვისკენ მოუწოდა, „კარგად მესმის თქვენი ემოციური მდგომარეობა, მთლიანობაში სიტუაცია დაძაბულია, ის რაც ახლა აქ ხდება, არ არის კარგი, მოიქეცით ისე, როგორც ეკადრებათ სტუდენტებს,“- განაცხადა დარეჯან თვალთვაძემ. მისი განცხადებით, 24 მაისს ორ სტუდენტს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რაზეც უნივერსიტეტში დაიწყო დისციპლინარული მოკვლევა. „თუკი ადგილი ჰქონდა სხვა დარღვევას, ამაზე შესაბამისმა ორგანოებმა უნდა იმსჯელონ,“-აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.
აქციის მონაწილე სტუდენტები დაკავებულ აუდიტორიებში რჩებიან.

« იხ. ყველა სიახლე