2011-04-14

ქართული ენის დღე თსუ-ში

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღის დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა. გაიხსნა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათს ფაკულტეტის სახვითი ხელოვნების მიმართულების სტუდენტთა გამოფენა, რომელიც ქართული ენის თემაზე შექმნილ ნახატებს მოიცავდა. ცნობილი გახდაA ლიტერატურული კონკურსის _ "ჩვენი ენა ქართულის" შედეგები. კონკურსის გამარჯვებულები _ ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტები გიორგი ლიქოკელი, ლევან ღირსიაშვილი და ვერა ხელაია დიპლომებთან ერთად თსუ გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნებითA და სხვა სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ამავე ფაკულტეტის სტუდენტმა დავით სილაგაძემ კი ქართული ენის ინსტიტუტის ლოგოს შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

ქართული ენის დღეს მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენციაც. თსუ პროფესორებმა და მოწვეულმა სტუმრებმა სხვადასხვა თემაზე მოხსენებები წარმოადგინეს. მათ შორის არიელის (ისრაელი) უნივერსიტეტის პროფესორმა რუბენ ენუქაშვილმა წაიკითხა მოხსენება "ქართველ ებრაელთა მეტყველება ქართული ენის ისტორიისა და ებრაელთა ენების კონტექსტში".

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობის 2010 წლის პროდუქციის პრეზენტაციით დასრულდა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. მსგავსი გამოფენა მესამე წელია ტარდება, რომელზეც წარმოდგენილი წიგნები შეღავათიან ფასებში _ 50 პროცენტიანი ფასდაკლებით იყიდება.
Print

« იხ. ყველა სიახლე