2012-06-28
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე თსუ-ში
28 ივნისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე
ალექსანდრე ვერშბოუ ეწვია. ვერშბოუ თსუ-სა და საქართველოს სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდა.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ნატოს ჩიკაგოს სამიტის შედეგებსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებს შეეხო. „ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ საზღვრებში. რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე? ჩვენ არ ვიცით რა იქნება შემდეგ, როგორი იქნება დღის წესრიგი, ან რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ღია კართან მისაახლოებლად და მასში შესაბიჯებლად მთავარია ენთუზიაზმის შენარჩუნება, აუცილებელია რეფორმებისა და სხვადასხვა აქტივობების გაგრძელება. ღია კარი რეალობაა“,-განაცხადა ალექსანდრე ვერშბოუმ სტუდენტებთან შეხვედრაზე.
შესავალი სიტყვის შემდეგ ალექსანდრე ვერშბოუმ სტუდენტების კითხვებს უპასუხა. თსუ სტუდენტის ირაკლი მაისაშვილის თქმით, „შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. ვერშბოუს პირადი გამოცდილებისა და რანგის მქონე ადამიანთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესო იქნება. სტუდენტები დავინტერესდით ჩიკაგოს სამიტით, რადგან ამ სამიტზე დაიდო პირობა, რომ შემდეგი სამიტი გაფართოების სამიტი იქნებოდა. დავინტერესდით ავღანეთის თემით, რადგან ამ ქვეყანაში ქართველი სამხედროები იმყოფებიან. საინტერესო იყო მისი მოსაზრება სირიის საკითხზე, რადგან ამ კონფლიქტის მოგვარება არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია.“
„ნატოს თემა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. დიდი ხანია ველოდებით ნატოს კარის გაღებას. ამიტომ ნებისმიერი შეხვედრა ამ ორგანიზაციის ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენელთან თავისთავად ძალიან საინტერესოა. ვერშბოუ მაღალი რანგის დიპლომატია. იგი ელჩი იყო რუსეთში საკმაოდ საინტერესო პერიოდში. სტუდენტებმა საინტერესო კითხვებზე ასევე საინტერესო პასუხები მიიღეს“-აღნიშნა თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
როგორც ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თენგიზ გოგოტიშვილმა აღნიშნა, „ვერშბოუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოწვევით ჩამოვიდა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად, რომელიც ბათუმში გაიმართება. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ თავად მოისურვა სტუდენტებთან შეხვედრა. ქართველ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ პირველწყაროსგან მიეღოთ ინფორმაცია საქართველო-ნატოს დღევანდელი ურთიერთობების შესახებ.“
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ თბილისს 27 ივნისს ეწვია. მან ორმხრივი შეხვედრები ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართა. ალექსანდრე ვერშბოუ ბათუმში დაესწრება თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს 29 ივნისს დატოვებს.

« იხ. ყველა სიახლე