ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-04-07

„9 აპრილი ჩვენი ტკივილი“

7 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1989 წლის 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება „9 აპრილი ჩვენი ტკივილია“ გაიმართა.  თსუ ეთნიკურად აზერბაიჯანელმა სტუდენტებმა საქართველოს უახლესი ტრაგიკული ისტორია გაიხსენეს. ღონისძიებას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანი გაფრინდაშვილი, პროფესორები, სტუდენტები, და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ღონისძიება უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებმა მოაწყვეს, რომლებმაც თავი მოუყარეს  თანამოქალაქე აზერბაიჯანელებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოებიდან, კულტურის მოღვაწეებს, ვისთვისაც საქართველო სამშობლოა და ერთად ტკივათ წარსულში გადატანილი ტრაგიკული დღეები.
 
ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო 9 აპრილის კადრები. სიტყვით გამომსვლელებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილ გმირებს.


Print

« იხ. ყველა სიახლე