2016-05-18
თსუ აკადემიური საბჭოს მეთოთხმეტე წევრი აირჩიეს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მეთოთხმეტე წევრი გამოვლინდა. აკადემიურ საბჭოში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან მეორე წარმომადგენელი აპოლონ სილაგაძე გახდა.
თსუ აკადემიურ საბჭოში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე წარმომადგენლის გამოსავლენად 18 მაისს გამართულ განმეორებით კენჭისყრაზე აპოლონ სილაგაძემ 86 ხმა, ხოლო მეორე პრეტენდენტმა - ქეთევან ხუციშვილმა 64 ხმა მიიღეს.
11 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნებზე 13 წევრი აირჩიეს: ირმა ხარშილაძე, ირინე ქურდაძე (იურიდიული ფაკულტეტი), ნოდარ ბელქანია, ამირან ბერძენიშვილი (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი), გიორგი ღვედაშვილი, ომარ ფურთუხია (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი), თამარ აბაშიძე, რუსუდან სანაძე (ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი), ელგუჯა მექვაბიშვილი, მარინე მინდორაშვილი (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი), პაატა იმნაძე, ნინო ოკრიბელაშვილი (მედიცინის ფაკულტეტი), დავით გოცირიძე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი).
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი აკადემიური საბჭო მუშაობას 16 მაისიდან შეუდგა.

« იხ. ყველა სიახლე