2012-02-07

საგანმანათლებლო - სარეაბილიტაციო სახლი

6 თებერვალს  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ სანდრო კვიტაშვილთან ერთად ქსნის №15 დაწესებულების ტერიტორიაზე   ”საგანმანათლებლო -სარეაბილიტაციო სახლი” გახსნა.

პენიტენციურ სისტემაში პროფესიული განათლების დანერგვის შედეგად ქსნის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს საშუალება ექნებათ შრომით ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს  დაეუფლონ.
 
უმაღლეს სასწავლებლებთან გაფორმებული მემორანდუმების შედეგად, მსჯავრდებულებს სხვადასხვა პროფესიას უნივერსიტეტების წარმომადგენლები შეასწავლიან .

სწავლების დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები, რომელსაც სასჯელის მოხდის შემდეგ გამოიყენებენ.
 
”საგანმანათლებლო - სარეაბილიტაციო სახლები”,  ეტაპობრივად, ყველა დაწესებულებაში  ამოქმედდება. შესაბამისად, პროფესიული განათლება ყველა მსჯავრდებულისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

მსჯავრდებულთა პროფესიული განათლების ხელშეწყობა სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2012 წლის 10 პრიორიტეტული მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

Print

« იხ. ყველა სიახლე