2012-05-03
საქართველოს ფინანსთა მინისტრი სტუმრად თსუ-ში
3 მაისს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე ეწვია. მინისტრმა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წაუკითხა ლექცია თემაზე „ვისაუბროთ ეკონომიკაზე“. ლექციას ესწრებოდნენ თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და ფაკულტეტის დეკანი აკაკი ხელაძე. შეხვედრაზე ალექსანდრე კვიტაშვილმა აღნიშნა, რომ „უნივერსიტეტში მსგავსი შეხვედრები ხშირად ეწყობა. მნიშვნელოვანია, როცა ახალგაზრდები პირველწყაროდან ეცნობიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ფინანსთა მინისტრმა სტუდენტების ყურადღება ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე გაამახვილა და უნივერსიტეტელებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა.“
დიმიტრი გვინდაძის ლექციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა საქართველოს მთავრობის ის ინიციატივები იყო, რომელიც მიზნად ისახავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმების ხელშეწყობას. მინისტრმა სტუდენტებს გააცნო ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები; ისაუბრა საგზაო, ურბანულ, რეგიონულ, ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ და ტურისტულ პროექტებზე. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, „ამ კუთხით არსებითი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების განათლების დონეს, მათ კვალიფიკაციას, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის კონკურენტუნარიანობასთან და დასაქმების დინამიკასთან. კონკურენტუნარიანი კადრების მომზადების კუთხით თსუ-ს დიდი ტრადიცია აქვს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა უნივერსიტეტის მთავარი პრიორიტეტია.“
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

« იხ. ყველა სიახლე