2017-12-15
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ აღდგენის ღონისძიება გაიმართა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო წლის აღნიშვნა ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღდგენით დაიწყო. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. საზოგადოება, რომელიც უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვას ისახავს მიზნად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და მის მხარდამჭერებს გააერთიანებს.
ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება 1917 წელს შეიქმნა და კავკასიის რეგიონში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაფუძნებას ისახავდა მიზნად. უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებლები პირველად 1917 წლის 12 მაისს თბილისში, პეტრე მელიქიშვილის ბინაში შეიკრიბნენ. საზოგადოებამ, რომელმაც დიდი როლი ითამაშა უნივერსიტეტის დაარსების საქმეში, შეძლო უნივერსიტეტის დასაარსებლად საჭირო ფინანსური სახსრების მოძიება. 1917 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მუშაობა უმაღლესი სასწავლებლის გასახსნელად კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა. 1917 წლის 3 ოქტომბერს ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების პირველ საერთო კრებაზე ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის „დებულებანი და წესდება“ წარადგინა. 1917 წლის 15 დეკემბერს (ძვ.სტილით 2 დეკემბერს) ამიერკავკასიის კომისარიატმა წესდების ძირითადი დებულება საბოლოოდ დაამტკიცა, შედეგად ზუსტად 100 წლის წინ 1917 წლის 15 დეკემბერს (ძვ.სტილით 2 დეკემბერს) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიულად დაფუძნდა.
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც ქართულ ენაზე სწავლებითა და ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას, 1918 წლის 8 თებერვალს (ძვ. სტილით, 26 იანვარს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.
„ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება, უპირველესად, რა თქმა უნდა, ორიენტირებული იქნება ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენაზე და მხარდაჭერაზე. სტუდენტი არის ცენტრი ყველაფრისა, რის გარშემოც აიგო უნივერსიტეტი თავის დროზე და დღემდე ეს პრინციპი არის ურყევი. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ კონსტიტუციაში დავაფიქსიროთ უნივერსიტეტის ავტონომია და ეს არის ზუსტად გაგრძელება იმ ისტორიისა, რომელიც დაიწყო 100 წლის წინ,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა ქართული უნივერსიტეტის განსაკუთრებულ ფუნქციაზე, რომელიც მან ქართული სახელმწიფოს გაძლიერებაში შეიტანა. „საფუძველი ჩაეყარა იმ პატრიოტულ სულისკვეთებას, რომელსაც უნდა მოეტანა ახალი დამოუკიდებლობის აღდგენა, შეექმნა ახალი თაობა, რომელიც იტვირთავდა ქვეყნის მომავალ მართვას; აქედან ანათებდა იმედი დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენისა. როცა ვსაუბრობთ იმ ღვაწლზე, რომლითაც შეიქმნა ახალი სახელმწიფო, უდიდესი ინტელექტუალური, ემოციური და პატრიოტული წვლილი, სწორედ უნივერსიტეტზე მოდის",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო გაცილებით უფრო დიდი ღირებულება და ფასეულობა, ვიდრე ეს არის მხოლოდ საგანმანათლებლო კერა. ეს იყო ყოველთვის კულტურის კერა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯი იმ ურთულესი წლების განმავლობაში, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ სახელმწიფო გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - თსუ-ს მეორე კორპუსი აღდგება; ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტსა და უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET).
„დღეს აღდგა ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება, სადაც ყველას აქვს საშუალება, რომ თავისი წვლილი შეიტანოს უნივერსიტეტის განვითარების ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. მინდა მივულოცო უნივერსიტეტელებს და მთელ საქართველოს დღევანდელი ძალიან მნიშვნელოვანი დღე. განათლების და მეცნიერების სამინისტრო სხვა მრავალ პროექტთან ერთად დაიწყებს 3000 სტუდენტისთვის გათვლილი საერთო საცხოვრებლის მშენებლობას. ასევე მინდა გითხრათ, რომ მომავალ წელს, მეცნიერების ფესტივალი მიეძღვნება უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს და ჩატარდება თსუ-ში,“- აღნიშნა განეთლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
„უნივერსიტეტის დაარსება იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. იგი საგანმანათლებლოსთან ერთად, არის სულიერი ღირებულებების ცენტრი, ცენტრი სულიერი და ეკლესიური აზროვნების გადარჩენისა. მრავალი სასულიერო მოღვაწე აღიზარდა უნივერსიტეტის კედლებში,“- განაცხადა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ.
ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების მნიშვნელობაზე ისაუბრა საზოგადოების თავმჯდომარემ, თსუ კურსდამთავრებულმა, ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ კოკაიამ: „უნივერსიტეტი არის არა მხოლოდ ის ადგილი, სადაც ვყალიბდებით როგორც პროფესიონალები, მოაზროვნეები, არამედ, როგორც საზოგადოების წევრები. უნივერსიტეტი ყველასია. მას არ აქვს სოციალური, ეროვნული, რელიგიური, გენდერული, პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილება. ის ეკუთვნის საზოგადოებას. ბუნებრივია, ჩვენ ყველას გვიჩნდება სურვილი, რომ გარკვეულწილად ხარკი გადავუხადოთ უნივერსიტეტს - ის რაც ჩვენ მივიღეთ უნივერსიტეტში და გაგვყვა მთელი ცხოვრების მანძილზე - შეძლებისდაგვარად უკან დავუბრუნოთ. შევიტანოთ ჩვენი წვლილი ალმა მატერის კეთილდღეობაში და შენებაში.“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე 2018 წელს იუნესკოს (UNESCO) ეგიდით გაიმართება.

« იხ. ყველა სიახლე