თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში უკვე მეორედ მონაწილეობს, თუმცა უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნების წარდგენის საშუალება წელს პირველად, მიეცა. საქართველოს საერთო პავილიონში რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული თსუ გამომცემლობას ცალკე სტენდი ჰქონდა.
უნივერსიტეტის გამომცემლობამ მოწვევა 14 ოქტომბერს გამართულ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დასასწრებად დამოუკიდებელი რეგისტრაციის საფუძველზე მიიღო. ოფიცლიალური მიწვევა გამომცემლობა შარშანდელ ბაზრობაზე სტუმრის სტატუსით დასწრების შემდეგ მიიღო.
ბაზრობაზე წარსადგენად გამომცემლობამ 2014-2015 წლებში გამოცემული წიგნები შეარჩია. კერძოდ კი, ქართულ და კავკასიურ ენებსა და კულტურასთან დაკავშირებული გამოცემები, რომლებიც, ჩვენი აზრით, საინტერესო უნდა ყოფილიყო უცხოელი გამომცემლებისა და მკითხველისთვის.
ესენი იყო: „ქართული ლირიკის ანთოლოგია“ „ქართული ლირიკის ლირიკის ანთოლოგია“; „კელიშინის სტელა“; „აფხაზური ზეპირმეტყველების გაკვეთილები“; „ბეჟიტური ენა“; ‘ოსური მითები და რიტუალები“, „იბერიულ-კავკასიურ ენათა ლინგვისტური ბიბლიოგრაფია“, „ოსური ფოლკოლორი“, ჩერქეზული (ადიღეური) კულტურა“, „ქართულ-რუსული ლექსიკონი“, ვეფხისტყაოსანი“, „როლფ შრადე“.
დაინტერესებულ დამთვალიერებლებს თსუ გამომცემლბის წარმომადგენლები წინასწარ გამზადებულ ინგლისურენოვან ანოტაციებს სთავაზობდნენ.
ზოგადად, წიგნის ბაზრობებზე მონაწილეობა გამომცემლებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ეს ის ადგილია, სადაც კავშირები მყარდება უცხოურ გამომცემლობებთან. როგორც გამომცემლობის წარმოამდგენლები აცხადებენ, იმის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტი ამჟამად ახორციელებს მასშტაბურ პროექტს "უცხოენოვანი სახელმძღვანელოების თარგმნა და გამოცემა", ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში თსუ გამომცემლობის მონაწილეობა მართლაც შედეგიანი იყო. კერძოდ, შედგა შეხვედრები იმ თარგმანის უფლებების დეპარტამენტების ხელმძღვანელებს რომლებთანაც გამომცემლობას უკვე დადებული აქვს ხელშეკრულებები. გარდა ამისა, იმ გამომცემლებთან, რომლებთანაც ამჟამად ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ შესაძლოა მომავალში მათი წიგნებითაც დავინტერესდეთ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში პარტნიორი გამომცემლობებიდან არსებობს სხვა წიგნებზე ხელშეკრულებების დადების შემოთავაზება.
თსუ გამომცემლობა 2015 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე პირველად წარსდგა როგგორც მონაწილის სტატუსით. მომავალი ბაზრობისთვის, გამომცემლობა უფრო მრავალფეროვან ექსპოზიციას, გამოცემული წიგნების კატალოგის მომზადებას და წიგნების პრეზენტაციებს გეგმავს.