ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კავკასიის მთიანი რეგიონის პირველ ფორუმს (კავკასიის მთიანი ფორუმი): „მეცნიერება და პრაქტიკა მდგრადი განვითარებისათვის“ უმასპინძლა. კავკასიის მთიანი ფორუმი მიზნად ისახავს კავკასიის რეგიონში მდგრადი განვითარების არსებული მდგომარეობის შეჯამებას, სამეცნიერო კვლევის განვითარებასა და კავკასიის რეგიონის ცნობადობის გაზრდას მსოფლიო მასშტაბით. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა და პრაქტიკოსებმა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ. ღონისძიების ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
გიგა ზედანია, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და შვეიცარიის ელჩი საქართველოში.
თსუ პროფესორის
იოსებ სალუქვაძის განცხადებით,
,,სამეცნიერო ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად საქართველოსთვის, რადგან კავკასიის მთების შესწავალასა და განვითარებას ეძღვნება. ამგვარი ფორუმები მსოფლიოში სხვა მთიანი რეგიონებისთვის ტარდებოდა, თუმცა, კავკასიისთვის ეს პირველია და მნიშვნელოვანია, რომ მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს’’. ღონისძიება ხელს შეუწყობს მხარეთა შორის დიალოგის გაღრმავებას, რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას და კავკასიის მთიანი რეგიონის მდგრადი განვითარების უკეთეს კოორდინაციას, აღნიშნა იოსებ სალუქვაძემ.
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონული დირექტორის სამხრეთ კავკასიაში
ოლივიე ბურკის თქმით, ,
,მდგარადი განვითარება არის უმნიშვნელოვანესი სფერო, რომელიც მოიცავს სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოს განვითარების ასპექტებს. ფორუმზე განვიხილეთ კავკასიის რეგიონში არსებული გამოწვევები, მათი გადაწყვეტისა და კავკასიაში მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გზები."
სამეცნიერო ფორუმი კავკასიის მთიანი რეგიონის სამეცნიერო ქსელის (SNC-mt) ორგანიზებით, შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას ასევე უმასპინძლა ილიას სახელმწიფო უნივერისტეტმა.