2011-03-10
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე სტუმრად თსუ–ში
10 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე
გიორგი ვაშაძე ეწვია.
მინისტრის მოადგილემ სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან იუსტიციის სამინისტროს სერვისების სფეროში განხორციელებული რეფორმების, იუსტიციის სახლების კონცეფციისა და ID ბარათების პროექტის შესახებ ისაუბრა.
„იუსტიციის სამინისტროში არაერთი ფართომასშტაბიანი პროექტი განხორციელდა: დაიწყო ბიომეტრული პასპორტების გაცემა, მოქალაქეებს საშუალება აქვთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში მიიღონ პასპორტები, განმეორებითი მოწმობები და სხვა დოკუმენტები, დაიწყო მუშაობა ე.წ. საუკუნის – დამისამართების პროექტზე“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
სამოქალაქო რეესტრი მიმდინარე წელს მუშაობის სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. 2011 წლის ზაფხულიდან საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემა იწყება. ID ბარათები არსებითად შეცვლის სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთობას მოქალაქეებთან. იუსტიციის სამინისტროში ახალი კონცეფცია მუშავდება – იქმნება იუსტიციის სახლები, სადაც მოქალაქეს ერთ სივრცეში შეეძლება სახელმწიფო სექტორში არსებული სერვისების მიღება. გარდა ამისა, ამავე სახლებში იქნება განთავსებული კერძო სექტორიც.
შეხვედრის შემდეგ დისკუსია გაიმართა, სტუდენტები ძირითადად ID ბარათების უსაფრთხოების სტანდარტებისა და სამოქალაქო რეესტრში დასაქმების თემებით დაინტერესდნენ. შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილიც დაესწრო. „მოხარული ვარ, რომ სტუდენტებში აღნიშნულმა თემამ ასეთი დაინტერესება გამოიწვია. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ყველა მიმდინარე რეფორმაზე, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს და ასევე გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, რომელიც აღნიშნულ რეფორმებს გაამარტივებს და დახვეწს“, – განაცხადა რექტორმა.

« იხ. ყველა სიახლე