2012-04-27

მედიაციის ინსტიტუტი საქართველოში და მისი განვითარების პერსპექტივები

            27 აპრილს  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალურ ცენტრში გაიმართა ცენტრის საქმიანობისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე: „მედიაციის ინსტიტუტი საქართველოში და მისი განვითარების პერსპექტივები.“
           პრეზენტაციას თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული,  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, იუსტიციის საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეები, სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ.
         „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლა და სხვა ინსტიტუტები დავების ნაციონალურ ცენტრის  პარტნიორები არიან. თბილისის საარბიტრაჟო სასამართლოც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. სწორედ მან პირველმა გაავრცელა ინფორმაცია მედიაციის ინსტიტუტის შესახებ.  ამ პროქტის დიდი მხარდამჭერები არიან იუსტიციის სამინისტრო და ნორატიუსთა პალატა, რომლებიც ასევე გეგმავენ მსგავსი ინსტიტუტის შექმნას“- აღნიშნა თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი ბურდულმა.
    თბილისის საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლის ლაშა კალანდაძის განცხადებით: „მედიაციის დანერგვა და ამ ინსტიტუტის პოპულარიზაციის ხელშეწყობა აუცილებელია, ეს არის კონფლიქტის მოგვარების ყველაზე ცივილიზებური მეთოდი. მედიატორის არჩევა ნებაყოფლობითია, დაცულია კონფიდენციალურობა. ახლო მომავალში შემუშავდება ისეთი კანონი, რომლის თანახმადაც   დაინტერესებულმა პირებს საშუალება ექნებათ მედიატორს თავად  მიმართონ. იგეგმება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება თსუ-ს, იუსტიციის სამინისტროსა, საქალაქო სასამართლოსა, იურიდიული უმაღლესი სკოლისა და უცხოელ პარტნიორებს შორის.“
            პრეზენტაციას თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული,  თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეები, სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ.
             ღონისძიების დასასრულს შედგა წიგნის „არბიტრაჟის შესახებ კანონის მოკლე კომენტარის“ პრეზენტაცია და გაიმართა დისკუსია.


Print

« იხ. ყველა სიახლე