2016-06-13
ჰარვარდის უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლა თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ჰარვარდის უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლა ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას დაესწრნენ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
დარეჯან თვალთვაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
გიორგი შარვაშიძე, აშშ საელჩოს მრჩეველი პრესისა და კულტურის საკითხებში
ქორთნი ოსთრიანი, შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის დირექტორი
მარინე ჩიტაშვილი, ერაზმუს პლუსის ეროვნული ოფისის წარმომადგენელი საქართველოში
ლიკა ღლონტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს დირექტორი, აირექს საქართველოს დირექტორი, საერთაშორისო განათლების ცენტრის უფროსი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური ტრენინგ ცენტრის დირექტორი და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, თსუ სტუდენტები, პროფესორები.
თსუ სააქტო დარბაზის ფოიეში გამოიფინა გერმანელი ფოტოხელოვანის რუდოლფ შრადეს ფოტოები, რომელიც მან 1960, 1977 და 2012 წლებში საქართველოში მოგზაურობისას გადაიღო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია შრადეს მიერ ხევსურეთში გადაღებული უნიკალური ფოტო-დოკუმენტური მასალა, რომელიც თსუ მუზეუმშია დაცული.
თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დარეჯან თვალთვაძის თქმით, „პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკის უძველესი უნივერსიტეტი ჩვენს უნივერსტიტეტთან ერთად ახორციელებს პროექტს. საზაფხულო სკოლა ცხრა კვირის განმავლობაში გრძელდება. მასში ჩართულები არიან ჰარვარდელი პროფესორები, ჰარვარდელი სტუდენტები, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორები, რადგან პროგრამა მოიცავს ქართული ენის, კულტურის, ლიტერატურის, ისტორიის, ხელოვნების გაცნობის მოდულებსაც, რაშიც ჩვენი მხარე აქტიურადაა ჩართული. დიდი სურვილი გვაქვს რომ მსგავსი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდეს.“
„ჰარვარდელ სტუდნეტებს საშუალება ექნებათ, რომ საქართველოში გაეცნონ ქართულ ენას, კულტურას. მათ შორის რუსულ კულტურას, რადგან მათ შორის ბევრი სლავისტია. ეს თანამშრომლობის საინტერესო ფორმატია, მაღალი დონის. მიმღები მხარე ორგანიზებას გაუკეთებს ლექციებს, სემინარებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო იქნება,“-აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ.
„ჩემი ოჯახი საქართველოდანაა. ჰარვარდის საზაფხულო სკოლის პროგრამაში იმიტომ ვმონაწილეობ, რომ ჩემს კულტურაზე უფრო მეტი შევიტყო და ასევე რუსული ენა უკეთ შევისწავლო“- განაცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტმა კატერინა რუხაძემ.
პროექტის კოორდინატორის ოქსანა უილისის თქმით, თბილისში ჰარვარდის საზაფხულო პროგრამა პირველად ტარდება. „16 სტუდენტი 9 კვირით ჩამოვიყვანეთ განსხვავებული საგნების შესასწავლად. ძირითად საგანს წარმოადგენს რუსული ენა, ქართული ისტორია და კულტურა, ქალაქ თბილისის ურბანიზაციის შესწავლა, ასევე შედის კინო. სტუდენტები გაიცნობენ ქართველ მსახიობებს, არტისტებს. ლექციათა ციკლი ასევე მოიცავს რუსულ ლიტერატურას კავკასიაზე. სტუდენტები გაეცნობიან პუშკინს, ლერმონტოვს, ტოლსტოის, რომლებმაც საქართველო აღწერეს.“
ზაფხულის სკოლის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია 20-მდე სტუდენტი, რომლებიც კავკასიის და მიმდებარე ქვეყნების კულტურას, ისტორიას, ლიტერატურას და კინემატოგრაფიას შეისწავლიან. ჰარვარდის უნივერსიტეტის სლავისტიკის დეპარტამენტის ზაფხულის სკოლის მონაწილეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი წაუკითხავს სალექციო კურსებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: საქართველოს ისტორია და პოლიტიკა, არქიტექტურა და ურბანული მორფოლოგია, ქართული ფილმი, რუსული მხატვრული ლიტერატურა კავკასიის შესახებ. სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ დახვეწონ ქართული და რუსული ენების ცოდნა.
გარდა სასწავლო აქტივობებისა, პროგრამა მოიცავს ინტენსიურ გაცნობით-შემეცნებით და კულტურულ აქტივობებს ზაფხულის სკოლის მონაწილეებისთვის როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
ზაფხულის სკოლის კულტურულ-შემეცნებითი მოდულის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით, ჰარვარდის ზაფხულის სკოლის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, მოისმინონ ლექციები საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და ქართული დიპლომატიის ისტორიაზე ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, დაათვალიერონ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზი, ეროვნული მუზეუმი, ფულის მუზეუმი, გაიარონ მასტერკლასები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ზაფხულის სკოლის მსმენელები ასევე საველე სამუშაოებს ჩაატარებენ რამდენიმე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლზე.
ზაფხულის სკოლა 13 აგვისტომდე, 9 კვირის მანძილზე გაგრძელდება და სასწავლო კომპონენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში ჩატარდება.

« იხ. ყველა სიახლე