2016-05-18
თსუ სტუდენტური თვითმმართველობის საგანგებო ბრიფინგი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა
შალვა საბაურმა და ვიცე-პრეზიდენტებმა
პაატა ბახტურიძემ და
თორნიკე ცინაძემ თანამდებობები დატოვეს.
„ჩვენ ვასრულებთ სიტყვას, რომელიც უნივერსიტეტისთვის კრიზისულ პერიოდში დავდეთ - თუ იმჟამინდელი რექტორი ვლადიმერ პაპავა დატოვებდა თანამდებობას, ჩვენც ანალოგიურად მოვიქცეოდით. მას შემდეგ კიდევ გაგრძელდა კრიზისული პერიოდი უნივერსიტეტში. დღეს შედარებით მშვიდი გარემოა, ამიტომ ვასრულებთ სიტყვას, რადგან ჩვენ არ ვართ პოზიციებს გამოკიდებულნი,-“ განაცხადა შალვა საბაურმა. მისი თქმით, გადაიწია თსუ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების თარიღმა: „არჩევნები გაიმართება არაუგვიანეს 6 თვისა, ვინაიდან არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია - შეიცვლება თუ არა რაიმე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში. ჩვენ ჩავერთვებით ნებისმიერ დისკუსიაში, რომელიც თვითმმართველობის მოდერნიზებას შეეხება.“
სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილმა პრეზიდენტმა შალვა საბაურმა უარყოფითად შეაფასა განათლების მინისტრის, პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლისა და სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრებთან შეხვედრა: „არ მივესალმებით მთავრობის წევრთა შეხვედრას სტუდენტთა მხოლოდ ერთ ჯგუფთან. განათლების სამინისტრო ისეთ პროცესებში ერევა, რომელშიც არ უნდა ერეოდეს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას უნივერსიტეტის რეალური ავტონომიის დასაცავად.“
სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა სახალხო დამცველის დასკვნას საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ომბუდსმენმა გააკეთა არაადეკვატური და არაკომპეტენტური განცხადება. მისი განცხადება შეიცავს ფუნდამენტურ ცდომილებას - სტუდენტურ თვითმმართველობაზე საუბრისას ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან გაერთიანებასა და არჩევით ინსტიტუტს.“
სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად ისინი გააგრძელებენ ბრძოლას უნივერსიტეტის ავტონომიისთვის უკვე სტატუსების გარეშე, როგორც თვითმმართველობის რიგითი წევრები.

« იხ. ყველა სიახლე