2016-12-20
პორტუგალიელი მწერლის ჟოზე ლუიშ პეიშოტუს ვიზიტი თბილისში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით, თბილისს სტუმრობდა პორტუგალიელი მწერალი
ჯოზე ლუიშ პეიშოტუ, რომლის ბოლო რომანი „გალვეიაში“ ქართულ ენაზე ითარგმა და გამოიცა [2016] ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და კამოეშის თანამშრომლობისა და ენის ინსტიტუტის მხარდაჭერით. აღნიშნული თარგმანი წარმოადგენს პირველ რომანს, რომელიც ითარგმნა პორტუგალიური ენიდან.
ჟოზე ლუის პეიშოტუ არის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული პორტუგალიელი თანამედროვე მწერალი, რომელიც დაიბადა გალვეიაშში, პორტუგალიაში, 1974 წელს. დაამთავრა ლისაბონის უნივერსიტეტი, სპეციალობით თანამედროვე ენები და ლიტერატურა, და წლების მანძილზე მუშაობდა ინგლისური ენის მასწავლებლად, სანამ მისმა ნაწარმოებმა მას საერთაშორისო აღიარება არ მოუტანეს.
პეიშოტუ შემოქმედება თარგმნილია 20 ენაზე. ავტორი გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო პრემიებით, რომელთა შორის აღსანიშნავია: ჟოზე სარამაგუს სახელობის პრემია (2001), „პრემიო კალამო“ (2007), „საუკეთესო ევროპული წიგნი“ (2008), ხოლო მისმა ბოლო რომანმა „გალვეიაში“ მოიპოვა „პრემია ოსეანო 2016“.
ვიზიტის დროს, ჯოზე ლუიშ პეიშოტუმ ლექციები წაიკითხა თსუ - კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრში თანამედროვე პორტუგალიურ ლიტერატურაზე; პორტუგალიური ენის ცენტრის სტუდენტებთან ერთად წაიკითხა თავისი ლექსები მოძრაობის თეატრში და მონაწილეობა მიიღო „ზოესთან“ გამართულ „გალვეიშის“ კითხვის საღამოზე; ხოლო მთარგმნელთან, გურანდა ფაჩულიასთან ერთად მწერალი შეხვდა ქართველ მკითხველს „გალვეიაშის“ ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ისაუბრა წიგნის მნიშვნელობაზე.

« იხ. ყველა სიახლე