2013-01-30
Tempus-ის პროექტი „სტუდენტური საკარიერო სერვისების განვითარება საქართველოში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტთა დასაქმების და მათი საკარიერო ზრდისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-ხელის შეწყობისთვის საჭირო პირობების განსახორციელებელ პროექტში აქტიურად არის ჩართული.
30 იანვარს თსუ-ში Tempus-ის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „სტუდენტური საკარიერო სერვისების განვითარება საქართველოში“ (CASEDE) სტუდენტთა კარიერის მართვის კომპეტენციების ჩარჩოს განხილვა გაიმართა.
ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები, პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტები, ასევე საქართველოში არსებული სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები იყვნენ მოწვეულნი.
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, „სტუდენტთა საკარიერო სერვისის განვითარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეა, რადგან ეს სტუდენტთა შემდგომი დასაქმებისთვის აუცილებელი კომპონენტს წარმოადგენს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტში, როგორც საქართველოს რეგიონებიდან, ასევე უცხო ქვეყნის რამდენიმე უნივერსიტეტია ჩართული. იმედია, რომ ერთობლივი ძალისხმევით სერიოზული პროდუქტი შეიქმნება.“
„მოხარული ვართ, რომ საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს სტუდენტთა კარიერულ წინსვლას. პროექტის მთავარი მიზანია სტუდენტთა მომსახურების განვითარება და მათი დასაქმების ხელისშეწყობა.“- აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა, ვილნიუსის უნივერსიტეტის საკარიერო ცენტრის დირექტორმა იოლანტა ვაიციულაინტემ.
პროექტი „სტუდენტური საკარიერო სერვისების განვითარება საქართველოში“ (CASEDE) 2012 წელს დაფინანსდა. მისი მიზანია ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირების პროცესში შეიტანოს წვლილი. პროექტის ფარგლებში საკარიერო ცენტრების მრჩეველთა და სტუდენტებთა გადამზადება კარიერის შექმნისა და მართვისათვის საჭირო კომპეტენციების განვითარების მიზნით და სტუდენტთა კარიერის მართვის კომპეტენციების ეროვნული ჩარჩოს შექმნა იგეგმება. მისი განხორციელების შედეგად საქართველოს შრომის ბაზარზე უნდა გაუმჯობესდეს სტუდენტთა დასაქმების მაჩვენებლები, განვითარდეს და დაინერგოს კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო კომპეტენციები.
პროექტის დასრულების შემდგომ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ბაზარზე, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ დამოუკიდებლად დაგეგმონ მათი მომავალი კარიერა, განსაზღვრონ დასაქმებისათვის აუცილებელი პიროვნული და გარე ფაქტორები და სწორად წარმართონ საკუთარი კარიერული მისწრაფებები. პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს შედეგების ადაპტაცია როგორც პარტნიორ უნივერსიტეტებში, ისე ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
პროექტი „სტუდენტური საკარიერო სერვისების განვითარება საქართველოში“ 2014 წლის ოქტომბერში დასრულდება.
პროექტში შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მონაწილეობენ :
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (ქ. ახალციხე)
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ქ. თბილისი)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ. თბილისი)
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ.ბათუმი)
შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (ქ.ზუგდიდი)
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ. თელავი)
საქართველოს უნივერსიტეტი (ქ.თბილისი)
ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა)
კორვინუსის უნივერსიტეტი (ბუდაპეშტი)
ესექსის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
პროექტის პარტნიორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და „ერნსტ ენდ იანგ ბალტიკა“.

« იხ. ყველა სიახლე