2010-05-27
მიმდინარე წლის 14 – 16 მაისს ბათუმში გაიმართა I საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში. სიმპოზიუმის ორგანიზატორები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი იყვნენ.
სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტისა და სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენლებმა, აგრეთვე მოწვეულმა სტუმრებმა: ცნობილმა ქართველოლოგებმა დონალდ რეიფილდმა (დიდი ბრიტანეთი) და რეუვენ ენოხმა (ისრაელი).
სიმპოზიუმზე გაიმართა
დისკუსია მრგვალ მაგიდასთან შემდეგ თემებზე:
-
ლექსიკონი, როგორც სამეცნიერო ნაშრომი, ლექსიკოგრაფიული პრინციპები და იდეები;
-
ლექსიკოგრაფია და საავტორო უფლებები;
-
ლექსიკოგრაფია და სახელმწიფო;
-
რა ინფორმაციას ინახავს ლექსიკონი ენის შესახებ;
-
ლექსიკოგრაფიის თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები.
სიმპოზიუმის მონაწილეებმა საქართველოს მთავრობისა და აკადემიური საზოგადოებისადმი სპეციალური
მიმართვაც გაავრცელეს, რომელიც საქართველოში ლექსიკოგრაფიის, როგორც დარგის, გადასარჩენად ეროვნული პროგრამის შექმნას დააჩქარებს.
« იხ. ყველა სიახლე