ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-04-12

მემორანდუმი თსუ-სა და ინდოეთის საელჩოს შორის

12 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოში ინდოეთის საელჩოს კულტურულ ურთიერთობათა საბჭოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შეიქმნება ინდოეთმცოდნეობის ცენტრი, რომელსაც 2 წლის განმავლობაში ინდოელი პროფესორი უხელმძღვანელებს.

“აღნიშნული ცენტრი ინდოეთის კულტურის უკეთ გაცნობას და გათავისებას შეუწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წარმატებული პროექტი იქნება და ჩვენ ბევრ საინტერესოს და სასარგებლოს შევთავაზებთ ჩვენს სტუდენტებს“, – აღნიშნა თსუ–ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

„ინდური კულტურა მრავალფეროვანია, თქვენ იცით რაჯ კაპური და ბოლივუდის ნაწარმი, თქვენ გსმენიათ ინდური სამზარეულოს შესახებ და მოგწონთ ჩვენი მელოდიური ჰანგები. ჩვენ გთავაზობთ შეიტყოთ უფრო მეტი ჩვენს ქვეყანაზე, გაიგოთ თუ რა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გარემოა ინდოეთში, გვსურს გახდეთ ჩვენი მრავალფეროვნების გამზიარებელნი“, – განაცხადა ინდოეთის ელჩმა საქართველოში აჩალ კუმარ მალჰოტრამ.




Print

« იხ. ყველა სიახლე