2015-12-11

სპეციალური ჯილდო „2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა სპეციალური ჯილდო „2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის“.  ჯილდო თსუ რექტორს, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ორგანიზებით  2010-2015 წლებში საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე გადაეცა.  
შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე გამოვლინდა ყველაზე გამჭვირვალე და დახურული საჯარო დაწესებულებები. პროექტის ფარგლებში განხილული იყო საქართველოში 2010-2015 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები.
 სხვა საჯარო უწყებებთან ერთად გამოვლინდა სახელმწიფო უნივერსიტეტების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლები. კვლევის თანახმად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი. 2012-2013 წლებში თსუ-ს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა იყო 62,5%, 2013-2014 წლებში - 89,2% ხოლო 2014-2015 წლებში ეს მაჩვენებელი უკვე 100% გახდა.
Print

« იხ. ყველა სიახლე