2011-06-03

წიგნის პრეზენტაცია თსუ–ში

      3 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი „არასრულწლოვანთა სასჯელისა და აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეფარდების პრობლემები” იურიდიული ფაკულტეტის კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და იუნისეფის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა. წიგნში სრულყოფილად არის გამოკვლეული და გაანალიზებული არასრულწლოვან დამნაშავეთა დასჯის მექანიზმები. მათი თეორიული და საკანონმდებლო მდგომარეობა, პრაქტიკული მიდგომები და გამოყენების პრობლემები. სახელმძღვანელო განკუთვნილია  არასრულწლოვნებთან მომუშავე სახელმწიფო ორგანოების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე სტუდენტებისა და ამ საკითხით დაინტერესებული მკითხველისათვის.




Print

« იხ. ყველა სიახლე