2016-10-04
ჭიათურის სოფელ სვერის კარსტულ მღვიმეში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
ჭიათურის სოფელ სვერის მახლობლად კოტიასკლდის კარსტულ მღვიმეში წიგნის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის კარსტული მღვიმეები,“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის ავტორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მცნიერ-თანამშრომლები ზაზა ლეჟავა და კუკური წიქარიშვილი; თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, არქეოლოგი ნიკა თუშაბრამიშვილი.
წიგნი საცნობარო ხასიათისაა. მასში თავმოყრილია ქართველი მკვლევარების მიერ წლების მანძილზე (1958-2016) მოპოვებული საკადასტრო მონაცემები ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღემდე გამოკვლეულ კარსტულ მღვიმეთა შესახებ. მოცემულია მოკლე ინფორმაცია მათ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, მორფოლოგიურ, კლიმატურ, ჰიდროგრაფიულ და არქეოლოგიურ თავისებურებებზე. გაშუქებულია თითოეული სპელეოობიექტის შესწავლილობის მოკლე ისტორია, მათი სამეურნეო და ტურისტული თვალსაზრისით გამოყენების პერსპექტივები. განხილულია ზემო იმერეთის პლატოზე კარსტის წარმოშობის და განვითარების პირობები.გარდა პროფესიონალი მკვლევარებისა, წიგნი დაეხმარება მშობლიური ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი ძეგლებით (კარსტული მღვიმეებით) დაინტერესებულ მკითხველს.
წიგნის გამოცემის აუცილებლობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამორჩეულობამ და აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მღვიმეების დიდი რაოდენობით არსებობამ განაპირობა. რაც შეეხება მასალებს, რომელიც წიგნშია გამოყენებული, მათი შეგროვება ათეული წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, წიგნი ეძღვნება კარსტული რელიეფის უბადლო მკვლევარის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტის, პროფესორ ზურაბ ტატაშიძის ხსოვნას.
თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორის გიორგი დვალაშვილის განცხადებით, " ჭიათურის მუნიციპალიტეტის კარსტულ მღვიმეებს დიდი სამეცნიერო-ესთეტიკური და შემეცნებითი მნიშვნელობა გააჩნია. მათი გაცნობა დიდ დახმარებას გაუწევს მოსწავლე-ახალგაზრდობას მშობლიური მხარის ბუნებისა და ისტორიის შესწავლის საქმეში. ამიტომ, სასურველია მათი შეტანა სასკოლო ექსკურსიებისა და ლაშქრობების მარშუტებში. სპელეოობიექტი საინტერესოა იმით, რომ რომ მის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას 2004 წელს აღმოაჩინეს პირველი ჩონჩხი, რომელიც განსაკუთრებულ დნმ-თან ერთად, მნიშვნელოვან ეთნოგრაფიულ ინფორმაციასაც შეიცავს. “კოტე”, როგორც მას არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა შეარქვეს, განსხვავებული წესითაა დაკრძალული."

« იხ. ყველა სიახლე