2012-04-17
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 13-15 აპრილს ვარძიის კომპლექსის ერთ-ერთ დარბაზში სტუდენტ-არქეოლოგთა მე-4 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
თბილისის, ლოძის, ვარშავის, ინსბრუკის, ოქსფორდისა და მიჩიგანის უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს სამეცნიერო თემები - ორიგინალური გამოკვლევები, რომლებიც ექსპედიციებში მონაწილეობასა და აღმოჩენების შეფასებას ეფუძნება. სტუმრებისთვის საგანგებოდ მოეწყო ექსკურსია ვარძიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს.
კონფერენციის ორგანიზატორია თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების
პროფესორი ვახტანგ ლიჩელი. სამშაო სესიას ოქსფორდის უნივერსიტეტის არქეოლოგიის მიმართულების პროფესორი მაიკლ ვიკერსი უძღვებოდა.კონფერენციის დასასრულს სტუდენტებს “კონფერენციაში მონაწილეობის“ დიპლომები გადაეცათ.
სტუდენტ-არქეოლოგთა მე-4 საერთაშორისო კონფერენცია გამოჩენილი ინგლისელი არქეოლოგის, სტრატიგრაფიული მეთოდის ფუძემდებლის პიტ რივერსის ხსოვნას მიეძღვნა.
« იხ. ყველა სიახლე