2017-03-30
„Wings for Life“-ს დამფუძნებელი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მსოფლიო რბენის „Wings for Life“-ის ფონდის დამფუძნებელი ჰაინც კინიგადნერი შეხვდა.ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, მსოფლიო მარათონის კეთილი ნების ელჩები საქართველოში, სტუდენტები.
თსუ რექტორის მოადგილის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, „მსოფლიო მარათონში მონაწილეობა თითოეული ჩვენგანის ადამიანური ვალია. ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ იმ სამეცნიერო კვლევებსა და ცდებს, რომელიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებას. მიხარია, რომ ამ პროექტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული. ათასამდე უნივერიტეტელმა უკვე დაუჭირა მხარი საკუთარი მონაწილეობით მსოფლიო აქციას. ჩვენი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები წელს უკვე მეოთხედ მიიღებენ მონაწილეობას მსოფლიო მარათონში და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ, რომ დაუძლეველი არაფერია.“
„მინდა ვთქვა, რომ ეს პროექტი ჩვენი ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა. World Run – ის მიზანია დაეხმაროს ადამიანებს, რომელთაც ზურგის ტვინის დაზიანება აქვთ. ეს კი ნიშნავს,რომ პროექტი არის ყველასთვის, რადგან ამ დაზიანებების 50% ხდება ქუჩაში, ავტო-საგზაო შემთხვევების დროს და მისგან დაზღვეული არავინ ვართ. არავინ იცის ხვალ რა მოხდება. ამიტომ სირბილი ამ შემთხვევაში არ არის მხოლოდ ჯანმრთელობა, ეს არის, პირველ რიგში, კარგი საქმე და დახმარების გაწევა ამ დაზიანების მქონე ადამიანებისთვის,“- აღნიშნა „Wings for Life“- ის ფონდის დამფუძნებელმა ჰაინც კინიგადნერმა.
„უკვე მეოთხე წელია, რაც ეს გარბენი არსებობს. წინა სამ მარათონში მივიღე მონაწილეობა და წელსაც ვაპირებ სირბილს. ჩვენ, ჯანმრთელ ხალხს, ვისაც არ გვაქვს ზურგის ტვინის ტრავმა, შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ დიდ პროექტში და დავეხმაროთ მათ ვისაც, ზურგის ტვინის დაავადება გააჩნია,“- განაცხადა თსუ სტუდენტმა რატი გელაშვილმა.
„ეს პროექტი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვა ხდება. ამავე დროს, არის შეჯიბრი - საკუთარ თავსაც უმტკიცებ იმას, თუ რამდენ კილომეტრს გაირბენ. ამავე დროს, უმთავრესია რომ ქველმოქმედებას ვეწევით; საკმაოდ დიდ საქმეს ვაკეთებთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვეხმარებით განვითარებას, იმ პრობლემის მოგვარებას, რასაც ჰქვია ზურგის ტვინის დაზიანება,“- აღნიშნა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მერაბ დუკაშვილმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა და კეთილი ნების ელჩებმა ისაუბრეს მსოფლიო მარათონის ისტორიასა და მნიშვნელობაზე, თითოეული მონაწილის წვლილზე საქველმოქმედო ღონისძიებაში.
Wings for Life წარმოადგენს ზურგის ტვინის დაზიანებების კვლევის საერთაშორისო არაკომერციულ ფონდს. ფონდიას მისიაა ზურგის ტვინის დაზიანებების განკურნების საშუალებების პოვნა. ფონდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვაფინანსებთ საერთაშორისო კლასის სამეცნიერო კვლევებს და კლინიკურ ცდებს, რომლებიც მიზნად ისახავს ზურგის ტვინის დაზიანებების განკურნებას.

« იხ. ყველა სიახლე