ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-06-24

ევროპის თმის კვლევის საზოგადოების კონგრესი-თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის თმის კვლევის საზოგადოების კონგრესი გაიხსნა. სამედიცინო კონგრესი წლის მთავარი მოვლენაა ტრიქოლოგიაში, რომელიც პირველად, კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და თანადგომით ტარდება საქართველოში.
კონგრესში მონაწილეობას იღებენ მეცნიერები, კლინიცისტები, ტრიქობიოლოგები, ფარმაკოლოგები, ტრანსლანტოლოგები, პათოფიზიოლოგები, ესთეტიკური მედიცინის წარმომადგელები საქართველოდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
„თსუ მედიცინის ფაკულტეტი პირველად მასპინძლობს ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, როგორიც არის  ევროპის თმის კვლევის საზოგადოების კონგრესი.  ჩვენთან სტუმრად არიან გამოჩენილი მეცნიერები, პროფესორები, აკადემიოური პერსონალი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. ფორუმში საქართველოს მონაწილეობა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ევროპის სამედიცინო საზოგადოებასთან ინტეგრაციას, რაც მოგვცემს ახალ ურთიერთობებს, ასევე შესაძლებლობა გვექნება გავიცნოთ ახალი ტექნოლოგიები  დიაგნოსტიკის, მკურნალობის სფეროში“,-განცხადა თსუ პროფესორმა გიორგი გალდავამ.    
„დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავესწროთ ევროპის თმის კვლევის საზოგადოების მე-17 შეხვედრას. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფორუმი იმართება აღმოსავლეთ ევროპაში და იმედი მაქვს, ამ სამდღიან კონფერენციას ექნება მნიშვნელოვანი სამეცნიერო დატვირთვა, რომელიც თმის კვლევის ძირითად ასპექტებს შეეხება“,-აღნიშნა ჰადაშის საუნივერსიტეტო კლინიკის დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა აბრაამ ზლოტოგორსკიმ.
სამედიცინო კონგრესის მიზანს ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ქართველი და ევროპელი ექიმების ერთ სივრცეში გაერთიანება წარმოადგენს. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თმის ბიოლოგიისა და პათოლოგიის საკითხებს. ექსპერტებმა წარმოადგენეს კვლევის შედეგები, მონაწილეებს გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება და განიხილეს ახალი მიმართულებები ტრიქოლოგიაში.
EHRS (ევროპის თმის კვლევის საზოგადოება) - 1989 წელს დაარსდა ბრიუსელში. კონგრესი ყოველ წელს ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება. 2016 წელს მასპინძელი ქვეყანა არის საქართველო.
EHRS-ეს არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც თავის რიგებში აერთიანებს მსოფლიოს წამყვან ტრიქოლოგებს, დერმატოლოგებს, ოჯახის ექიმებს, ბიოლოგებს, ტრანსპლანტოლოგებს და სხვა პროფილის ექიმებს. EHRS ის წევრები არიან ის მეცნიერები და პრაქტიკოსი ექიმები, რომელთა მიერ შექმნილი გაიდლაინებით ხელმძღვანელობს დღეს მთელი მსოფლიოს დერმატოლოგები. ესენი არიან: Jerry Shapiro (USA), Rolf Hoffmann (Germany), Abraham Zlotogorski (Israel), Desmond Tobin (UK), Andrew Messenger (UK) და სხვა.


Print

« იხ. ყველა სიახლე