2010-05-21
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ნინო მახარაძე ფესტივალ „ყვავილების დედოფალი 2010“ –ის გამარჯვებული გახდა. კონკურსის ორივე ნომინაციაში - “საუკეთესო ყვავილების დედოფალი”, “საუკეთესო კომპოზიცია” გრან–პრი სწორედ თსუ–ს წარმომადგენელმა მოიპოვა.
სტუდენტურ მეჯლისს „ყვავილების დედოფალი 2010“ 20 მაისს კლუბმა ტრიუმფმა უმასპინძლა. მეჯლისში თბილისის 19 უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
« იხ. ყველა სიახლე