2010-05-20

თსუ–ს მხიარულთა და საზრიანთა გუნდი საქართველოს ჩემპიონია

17 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა.

„მან–სან–კანი“–ს  საქართველოს ჩემპიონატის ფინალი პროფესიული კავშირების სასახლეში გაიმართა. ფინალში ერთმანეთს  ოთხი გუნდი შეხვდა. თსუ–ს გუნდი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს, „ვიკინგებს“ და სამედიცინო უნივერსიტეტის „კოზანოსტრას“ შეერკინა.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა  ჩემპიონატში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე