2015-12-28
თსუ-ში ფაბლაბი გაიხსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 (მაღლივ) კორპუსში 28 დეკემბერს ბიზნესინკუბატორი (ფაბლაბი) გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი
ვლადიმერ პაპავა, თსუ პროფესორი, თბილისის მერი
დავით ნარმანია, მერიის, უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „უნივერსიტეტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფაბლაბის შექმნას. უნივერსიტეტის მწირი რესურსებით ეს ვერ მოხერხდებოდა. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია უნივერსიტეტისა და დედაქალაქის მერიის ნაყოფიერი თანამშრომლობის. მცირე სივრცეში თავმოყრილია ძვირადღირებული, უნიკალური ტექნიკა, რაც ახალგაზრდებს კვალიფიკაციის ამაღლების, მცირე ბიზნესის წამოწყების საშუალებას მისცემს. ახალგაზრდები ფაბლაბში იმ ცოდნასა და გამოცდილებას მიიღებენ, რაც მათ ცხოვრებაში გამოადგებათ.“
„თსუ-ში გავხსენით თანამედროვე ლაბორატორია, რომელიც უახლს მიღწევებზე არის დაფუძნებული. ფაბლაბი სტუდენტებს დაეხმარება კვალიფიკაციის ამაღლებაში. ფაბლაბში მცირე მეწარმეობის ელემენტებიც არის შემოტანილი. ამით დედაქალაქში კიდევ ერთი ახალი პროექტი შეიქმნა,“- აღნიშნა თბილისი მერმა დავით ნარმანიამ.
პროექტს ერთობლივად განახორციელებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი) და თბილისის მერია (ტექნოლოგიური განვითარების ფონდი).
ფაბლაბის მთავარი ამოცანაა გამომგონებელთა, ინოვატორთა და დამწყებ მეწარმეთა ხელშეწყობა, ენთუზიასტების გაერთიანება, რაც დაეხმარება და სტიმულს მისცემს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

« იხ. ყველა სიახლე