2015-07-31
თსუ სამაგისტრო პროგრამას “საჯარო მმართველობა“ საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამისთვის “საჯარო მმართველობა“ საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭების აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების, თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები დაესწრნენ.
2013 წლის დეკემბერში თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული სამაგისტრო პროგრამისთვის “საჯარო მმართველობა“ საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების მიზნით, საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაცია FIBAA-თან ხელშეკრულება გაფორმდა.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია საერთაშორისო სარბიელზე. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამ ახალი შესაძლებლობებისა და ახალი პასუხისმგებლობების წინაშე დააყენა ქართული განათლების სისტემა. სამაგისტრო პროგრამა “საჯარო მმართველობა“ გახდა პირველი პროგრამა საქართველოში და მთლიანად კავკასიაში, რომელმაც საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა. ამ პროგრამის კურსდამთვრებულებს გახსნილი აქვთ გზა ევროპულ შრომის ბაზარზე. და რაც მთავარია, ამ პროგრამის კურსდამთავრებულები უნდა დასაქმდნენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში; კარგი მმართველები გვჭირდება მთავრობაში.“
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დიდი ნაბიჯი გადადგა წინ - ჩვენ მივიღეთ პირველი პროგრამა, რომელსაც საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საერთო პროგრამების ფარგლებში ერთობლივი დიპლომების გაცემის შესაძლებლობას მოგვცემს. სწორედ ასეთი პროგრამები უზრუნველყოფს იმ ხარისხს, რომელზეც ასე ხშირად ვსაუბრობთ“,- აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
„პირველ ქართულ უნივერსიტეტს ხვდა პატივი პირველს მიეღო სამაგისტრო პროგრამის საერთშორისო აკრედიტაცია. ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თსუ არის არა მხოოლოდ ქრონოლოგიურად პირველი ქართული უნივერსიტეტი. უნივერსიტეტში ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობით შეიქმნა პროგრამა, რომელიც ამზადებს საჯარო მოხელეებს. სამინისტრო ყოველთვის დაინტერესებული იქნება კვალიფიციური კადრების მიღებით. მსგავსი სამაგისტრო პროგრამების მომრავლება ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის რეფორმირებას და ევროპულ სივრცესთან დაახლოებას,“- განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
FIBAA-ს სააკრედიტაციო საბჭოს 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით, სამაგისტრო პროგრამას - “საჯარო მმართველობა“, მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია რეკომენდაციებისა და შენიშვნების გარეშე 5 წლის ვადით, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს საუნივერსიტეტო ისტორიაში.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ 2009 წლის დეკემბრიდან ხორციელდება. სამაგისტრო პროგრამის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის სფეროში, თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებაზე დაყრდნობით, ევროპული სტანდარტების შესაბამისი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება. 2 წლის განმავლობაში ლექციებს ქართველი და გერმანელი პროფესორები ატარებენ. პროგრამის პირველ წელს გათვალისწინებულია სტუდენტთა პრაქტიკა საქართველოს საჯარო სამსახურში, ხოლო მეორე წელს სტუდენტთა მივლინება ქალაქ შპაიერში (გერმანია) საზაფხულო სკოლაში, ასევე რამდენიმეთვიან პრაქტიკას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში.

« იხ. ყველა სიახლე