2016-08-05
მემორანდუმი თსუ-სა და „კამარას“ შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „კამარას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა
დარეჯან თვალთვაძემ და შპს „კამარას“ ხელმძღვანელმა
დავით მაჭავარიანმა მოაწერეს ხელი.
შპს ,,კამარა’’ თსუ-ს საჩუქრად გადასცემს ქვაში გამოკვეთილ გერბს, რომელიც პირველი კორპუსის ფოიეში განთავსდება. ,,ჩვენ გვაქვს უკვე ერთი ძალიან სასიამოვნო შედეგი მემორანდუმის გაფორმებამდე თანამშრომლობისა. კომპანია ,,კამარა’’ უსასყიდლოდ, როგორც საჩუქარს, გადმოგვცემს და დაამონტაჟებს უნივერსიეტტის გერბს, რომელიც იქნება მარმარილოში გამოკვეთილი. ეს გერბი იქნება ასლი იმ გერბისა, რომელიც ისტორიულად უნივერსიტეტისთვის დამზადდა დიმიტრი შევარდნაძის მიერ’’, აღნიშნა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ. მან დიდი მადლობა გადაუხადა ფირმის თანამშრომლებს, ხელმძღვანელებს, ბ-ნ დავით მაჭავარიანსა და ქ-ნ ნანა ხოჭოლავას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ამ იდეის რეალიზება.
კომპანია ,,კამარას’’ ხელმძღვანელის დავით მაჭავარიანის განცხადებით, ,,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, რადგან გვაქვს პატივი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გავაფორმოთ მემორანდუმი. მთელ კოლექტივს ძალიან გვიხარია, რომ პირველად ჩვენ მოგვეცა საშუალება უნივერსიტეტის ლოგო გამოვსახოთ ბუნებრივ მასალაში.’’
მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების და ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლობას პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით; სტუდენტებთან და ახალგაზრდა მომავალ სპეციალისტებთან მუშაობას, სასწავლო პროგრამების შემდგომში დახვეწას, ერთობლივი ლექციების ჩატარებასა და გაცნობითი ხასიათის ვიზიტებს უნივერსიტეტსა და საწარმოში.

« იხ. ყველა სიახლე