2011-04-13

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ლექციები რეგიონებში

2011 წლის 11 აპრილს, ორშაბათს, ქ.რუსთავში,  № 18 და 22 საჯარო სკოლებში, ჩატარდა თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული შეხვედრები მოსწავლეებთან და პედაგოგიურ კოლექტივებთან.

ეს შეხვედრები გაიმართა თსუ-საბავშვო უნივერსიტეტისა და ქ.რუსთავის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის, მ.უგულავას, აღნიშნული სკოლების დირექტორების, მ.გაჩეჩილაძისა და ე.ცხვედაძის აქტიური თანამშრომლობის შედეგად. თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ დოქტ. მ. ლომოური და პროფ. ლ.გეონჯიანი.

მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია უნივერსიტეტისა და თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის შესახებ, დაესწრნენ ლექციებს ფიზიკაში. 

ლექციის პირველი ნაწილის თემატიკა მოიცავდა ფიზიკის სასკოლო კურსით გათვალისწინებული ცოდნის მოცულობას ელექტრული და ელექტო-მაგნიტური  მოვლენების შესახებ და წარმოადგენილი იყო როგორც თეორიული, ასევე, თვალსაჩინო ექსპერიმენტული მასალით.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ლექციის მეორე ნაწილმა, რომელშიც განხილული იყო მომავლის ენერგიის წყაროები და დემონსტრირებული იყო ავტომობილი, რომელიც წყლის დაშლით მიღებული ენერგიის ხარჯზე მოძრაობს.

12 აპრილს, თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის ეგიდით შედგა შეხვედრა ქ. ლაგოდეხის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, რესურს-ცენტრის ხელმძღვანელ, მ.ჩიკვაიძესა და ლაგოდეხის გამგეობის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელ, თ.მაჭარაშვილსა და მის მოადგილე, ვ.ოგიაშვილთან.

თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობდნენ და ლექციები წაიკითხეს პროფ. ქ.ჭკუასელმა, პროფ. ნ.პაპაჩაშვილმა, პროფ. გ.დვალაშვილმა, მაგისტრ. ლ.სუხიშვილმა, დოქტ. მ.ლომოურმა.

ლექციებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, დასახული იქნა თანამშრომლობის გეგმები.

13 აპრილს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის მონაწილეობით, პროფესორების, ქ-დ.ძიძიგურის, ქ-ნ. მ.რუხაძისა და ბ-ნ. გ.დვალაშვილის მიერ, ჩატარდა ლექციები სოფ.შავშვებისა და სოფ.ხურვალეთის საჯარო სკოლებში.

Print

« იხ. ყველა სიახლე