2013-04-19

გერმანელ მოსამართლეთა შეხვედრა თსუ-ში

19 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დრეზდენის (გერმანია) უმაღლესი სამხარეო სასამართლოს (Oberlandesgericht Dresden) მოსამართლეთა შეხვედრა იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან. შეხვედრის თემა იყო "გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სასამართლოების სისტემა, მართლმსაჯულების ადმინისტრირება – ტერიტორიული და კომპეტენციური დანაწილება".
თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, „გერმანულ სასამართლო ხელისუფლებასთან თსუ იურიდიული ფაკულტეტის მეგობრობა წლების განმავლობაში გრძელდება. ჩვენი სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის ძალიან საინტერესოა ქართული და გერმანული სასამართლო სისტემების შედარება. თავის მხრივ, გერმანულმა მხარემ ინტერესი გამოთქვა ქართულ ანალოგიურ ინსტიტუიციას გაცნობოდნენ.“
„თსუ იურიდიული ფაკულტეტი დიდ როლს თამაშობს ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში. რადგან ეს ფაკულტეტის ამ სისტემისთვის არა მარტო კადრებს ამზადებს, არამედ სამეცნიერო პროცესებშია ჩართული, მნიშვნელოვანია აკადემიური პერსონალის კრიტიკული შეფასებები. ფაკულტეტზე  მიმდინარე სამეცნიერო განხილვები ფასდაუდებელია მართლმსაჯულებისთვის,“- აღნიშნა დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს თავმჯდომარე ულრიხ ჰაგენლოხმა.
შეხვედრა იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან მოსამართლეთა დისკუსიით დასრულდა.

Print

« იხ. ყველა სიახლე