ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-03-14

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და „სიდჰანტ კონსულტანტებს“ შორის

14 მარტს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია „სიდჰანტ კონსულტანტებს“ შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და კომპანიის თავმჯდომარის მოადგილემ ვიშვეშ შარმამ. მემორანდუმის თანახმად მხარეები ითანამშრომლებენ უმაღლესი განათლების სფეროში. კერძოდ, კომპანია „სიდჰანტ კონსულტანტები“ მოახდენს უნივერსიტეტის პოპულარიზაციას, გამოთქვამს მზადყოფნას თსუ ყოველწლიურად უზრუნველყოს  უნივერსიტეტში სწავლის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეებით. თავის მხრივ, თსუ მზადაა კომპანიის შუამავლობით ჩარიცხულ პირთა სწავლებაზე და სწავლისთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე. 
Print

« იხ. ყველა სიახლე