2011-04-07
ჯეიმს აპატურაი სტუმრად თსუ–ში
7 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ეწვია. ნატოს სპეციალური წარმომადგენელი სტუდენტებსა და პროფესორ–მასწავლებლებს შეხვდა. საუბარი ნატოს სამომავლო სტრატეგიას, ორგანიზაციის საქმიანობასა და საქართველოსთან თანამშრომლობას შეეხო.
„ამ სტატუსით ჯეიმს აპატურაი საქართველოში პირველად იმყოფება, მოხარული ვარ, რომ ეს ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო და სტუდენტების დაინტერესება ასეთი მაღალი აღმოჩნდა. საინტერესო დისკუსია გაიმართა და ვფიქრობ, დამსწრე საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღო ნატოს შესახებ“, – განაცხადა თსუ–ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
სტუდენტები ლიბიასა და ავღანეთში განვითარებული მოვლენებით, ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივით და საგარეო პოლიტიკის შეფასებით დაინტერესდნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი რანგის სტუმარი ეწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ყველა დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხები მივიღეთ. ნატოს წარმომადგენელმა სტრატეგიულ კონცეფციაზეც გვიამბო და დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. მთავარი კი ის გზავნილია, რომელიც ამ შეხვედრის დასასრულს მივიღეთ – ნატო საქართველოს პარტნიორია!“ – აღნიშნა თსუ–ის სტუდენტმა ირაკლი მაისაშვილმა.
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში ორ დღეს გასტანს და 8 აპრილს დასრულდება.

« იხ. ყველა სიახლე