2012-05-14

გამოფენა „ საქართველოსა და გერმანიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა“ თსუ-ში

14 მაისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა გამოფენა  „ საქართველოსა და გერმანიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა“.  
თსუ და DAAD-ის საინფორმაციო ცენტრის გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს  საქართველოს უნივერსიტეტებმა, რომელთაც გერმანიის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობისა  და  ერთობლივი პროგრამები წარმოადგინეს.
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, „გამოფენა გერმანიაში სწავლის მსურველ ქართული უნივერსიტეტების სტუდენტებს სწორი არჩევნის გაკეთებაში  შეუწყობს ხელს. თსუ-ში რამდენიმე სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი სტუდენტები, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს გადიან გერმანიაში.“
DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ელისაბედ ფენორის ინფორმაციით -„ გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 20 წლისთავთან დაკავშირებით იმართება გერმანიის კვირეული. სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში მოეწყო გერმანული უნივერსიტეტების გამოფენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  ქართველი სტუდენტები მიიღებენ ყველა საჭირო ინფორმაციას გერმანიაში სწავლასთან დაკავშირებით. გაიმართება დისკუსია, რომლის დროსაც საუბარი შეეხება სწავლის შესაძლებლობებზე, პირობებზე, ნაჩვენები იქნება მაგალითები თუ როგორ  სწავლობენ ქართველი სტუდენტები გერმანიაში.“
      აკადემიურ სფეროში გერმანიასა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა ათწლეულების მანძილზე გრძელდება. ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის მრავალრიცხოვანი  პარტნიორული ურთიერთობა და ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა არსებობს (ქართულ და ინგლისურ ენებზე.) ასევე მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის უნივერსიტეტების ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობა გერმანისტიკასა და არქეოლოგიაში.
     
Print

« იხ. ყველა სიახლე