ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა თსუ სტუდენტების, პროფესურისა და ადმინისტრაციისადმი მიმართვა გაავრცელეს.
„თსუ პროფესორ-მასწავლებლები უკიდურესად შეშფოთებულები ვართ უკანასკნელ დღეებში უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენებით. დაპირისპირებამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია. ასეთ სიტუაციაში დაუშვებლად მიგვაჩნია რექტორის გადადგომა. ამჟამად არა აქვს მნიშვნელობა ვინ მართალია და ვინ მტყუანი, რამ მიგვიყვანა ასეთ დაპირისპირებამდე. ჩვენც მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტში ბევრი პრობლემაა, რომელიც სასწრაფოდ გადაჭრას მოითხოვს. ასევე გარკვეული ცვლილებებია შესატანი განათლების კანონში და შესაბამისად, უნივერსიტეტის წესდებაში. ყველა პრობლემა მხოლოდ პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის დიალოგის გზით შეიძლება გადაწყდეს. უნივერსიტეტი ხომ პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ერთობაა. დაპირისპირებულ მხარეებს მოგიწოდებთ კონსენსუსისკენ და გთავაზობთ დიალოგის დაწყებას,“ - ნათქვამია მიმართვაში.
თსუ პროფესორ-მასწავლებლების თაოსნობით შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც არსებული პრობლემის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს გამართავს სტუდენტებთან და პროფესორებისგან.