2016-06-10

თსუ-ს ფუტსალის გუნდი საქართველოს ჩემპიონია

თსუ-ს ფუტსალის გუნდმა სტუ-თელასი  სპორტის სასახლეში გამართულ ფუტსალის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალში 1:0 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.
ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ თსუ-ს მოთამაშე ჯაბა ჯამბურია დასახელდა. ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელი და  ფინალში ერთადერთი გოლის ავტორი ლაშა სიგუნავა გახდა. საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016 წლის გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად  თსუ-ს თავდამსხმელი გია ნიკვაშვილი დასახელდა, რომელსაც ჯილდო და სამახსოვრო პრიზი სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, ხოლო ჩემპიონებს ოქროს მედლები და თასი საქართველოს ფეხურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცა.
აღნიშნულ მატჩს თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, თსუ ადმინისტრაციის წარომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

Print

« იხ. ყველა სიახლე