ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-10-06

პროგრამის – „ისწავლე საქართველოში“ მონაწილეები თსუ–ის სტუდენტები გახდნენ

5 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოსულ იმ  20 ახალგაზრდას შეხვდნენ, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიეღოთ პროგრამაში „ისწავლე საქართველოში“. ეს ახალგაზრდები მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდის გარეშე ჩაირიცხნენ.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები ერთობლივ პროგრამას - "ისწავლე საქართველოში" 2010 წლიდან ახორციელებენ.

პროგრამა შემუშავებულია თურქეთში მცხოვრები ახლგაზრდებისთვის.  პროგრამის ფარგლებში, პირველ სასწავლო წელს 50 ახალგაზრდა გამოცდების ჩაბარების გარეშე  საქართველოს უნივერსიტეტებში ჩაირიცხება. ყველა სტუდენტის სწავლა  სახელმწიფო სასწავლო გრანტით სრულად დაფინანსდება. სწავლის პერიოდში სტუდენტები  სტიპენდიებსაც მიიღებენ. პროგრამა ითვალისწინებს ქართული ენის შესწავლას, რათა შემდგომში სწავლა ქართულ ენაზე გაგრძელდეს.





Print

« იხ. ყველა სიახლე