ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-04-24

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საბანკო სექტორთან

24 აპრილს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბანკო სექტორს, საბანკო ასოციაციასთან და საბანკო ტრეინინგების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდ .   მემორანდუმის თანახმად , უნივერსიტეტის   სტუდენტები სასწავლო პრაქტიკასა და სტაჟირებას წამყვან საბანკო ინსტიტუტებში გაივლიან . მსგავსი პრაქტიკა ხელს შეუწყობს სტუდენტთა თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოცდილებით გამდიდრებას და გაზრდის სტუდენტთა შემდგომი დასაქმების პერსპექტივას.

             „საბანკო სექტორთან თანამშრომლობის ფარგლებში თსუ სტუდენტები მიიღებენ აუცილებელ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც მათ მომავალ საქმიანობაში დაეხმარებათ. იმედი გვაქვს რომ მათი მოღვაწეობა ამ ბანკებში გაამართლებს და ეს პარტნიორობა წარმატებული იქნება როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის, ასევე ბანკებისთვის“ - აღნიშნა თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა. „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ არჩილ გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ პარტნიორობის ახალი ეტაპი, რომელიც თსუ-სა და „საქართველოს ბანკს“ შორის დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ ახალ კადრებს, მითუმეტეს ისეთი მოწინავე უნივერსიტეტის სტუდენტებს, როგორიც არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.“   „საბანკო სექტორის ინტერესებში შედის, რომ პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მქონე სტუდენტები მოვიდნენ საბანკო სექტორში, რათა სერიოზულად ვიფიქროთ მომავალ თანამშრომლობაზე“- განაცხადა საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ.
            
უნივერსიტეტი მსგავი მემორანდუმების გაფორმებას სხვა სამრეწველო თუ სავაჭრო ტიპის საწარმოებთან , სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებთანაც გეგმავს . მემორანდუმებს უნივერსიტეტის მხრიდან ხელი მოაწერა თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, ბანკების მხრიდან კი მათი უმაღლესი მმართველობითი რგოლის წარმომადგენლებმა .

            ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს   „საქართველოს ბანკის“, „თი–ბი–სი ბანკის“, „ლიბერთი ბანკის“, „ბანკი რესპუბლიკას“, „პრივატ ბანკის“, „ვითიბი ბანკი - ჯორჯიას“, „ბაზის ბანკის“, ბანკი „კონსტანტას“ და   მიკროსაფინანსო ორგანიზაცია   „კრედოს“, ასევე საქართველოს ბანკების ასოციაციისა და საქართველოს საბანკო ტრეინინგების ცენტრის ხელმძღვანელებმა.

Print

« იხ. ყველა სიახლე