ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-07-21

სტუდენტური კონფერენცია თსუ-ში

21 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მესამე სტუდენტური კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გაიმართა. ღონისძიება უნივერსიტეტის პირველი რექტორის პეტრე მელიქიშვილის სახელს მიეძღვნა. კონფერენციას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ სტუდენტები, პროფესორები ესწრებოდნენ.
კონფერენციაზე თსუ სამივე საფეხურის სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები სხვადასხვა თემაზე. მოხსენებები მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, გეოლოგიის, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით წარმოებულ კვლევებზე ხელმძღვანელებმა განიხილეს.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „უნივერსიტეტში დაიხურა ახალგაზრდული კონფერენცია, რომელშიც ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. წელს ეს კონფერენცია უნივერსიტეტის პირველ რექტორს პეტრე მელიქიშვილს მიეძღვნა. ასეთი კონფერენციები არის სკოლა ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომელსაც ისინი გადიან ხელმძღვანელებთან, პროფესორებთან ერთად.“
„ჩემი მოხსენება ეძღვნება ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. ვმუშობთ ახალი ნივთიერებების სინთეზზე -  უკვე არსებული ნივთიერებების მსგავსს ვიღებთ, რომელსაც მსგავსი ფუნქციები ექნება, მაგრამ ნაკლებად ტოქსიკური იქნება, ან უფრო გაუძლიერდება ზოგიერთი ფუნქცია. ასეთი ნივთიერებების შექმნის წინასწარმეტყველება თითქმის შეუძლებელია. ჩვენ ვცდილობთ და ვმუშობთ ახალ ნივთიერებებზე, ვაგზავნით მათ სხვადასხვა კვლევით ცენტრებში, რათა შემდეგ გამოიცადოს მათი ბიოლოგიური აქტიურობა ცალკე უჯრედის კულტურაზე, რათა დაინტერესების შემთხვევაში, ეს ნივთიერებები სხვა კვლევებშიც გამოიყენონ,“- აღნიშნა თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურისი სტუდენტმა ნათია ქარჩავამ.

Print

« იხ. ყველა სიახლე