ბეჭდვა |/ დახურვა |
25 მაისს, 10:00 დან - 15:00 საათამდე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის, ადმინისტრაციის და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებისთვის, აქციით მოსარგებლეთა ოჯახის წევრებისთვის (მეუღლე, შვილები, მშობლები, დედმამიშვილები) ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გაიმართება აქცია. აქციით მოსარგებლენი მიიღებენ უფასო კონსულტაციებს შემდეგი პროფილის ექიმებთან: კარდიოლოგი (კარდიოგრაფია უფასოდ), ნევროლოგი, ქირურგი.
აქციის ფარგლებში, ყველა საჭირო ინსტრუმენტალური და ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარდება სპეციალური ფასდაკლებით.
მისამართი: თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას ქ 18/20