2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე (ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ
№18/01-01, 10.02.2017)
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია სადოქტორო პროგრამით (ინფორმაცია სადოქტორო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).
2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები (ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
№17/01-01, 10.02.2017)
•საბუთების მიღება - 13 – 20 თებერვალი
•გამოცდა უცხო ენაში - 21 თებერვალი (9 საათი)
•გამოცდის შედეგების გამოცხადება - 21 თებერვალი (18 საათი)
•გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 22 თებერვალი
•აპელაციის შედეგების გამოცხადება - 23 თებერვალი
•გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 22 თებერვალი (9 საათი)
•გამოცდის შედეგების გამოცხადება - 22 თებერვალი (18 საათი)
•გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 23 თებერვალი
•აპელაციის შედეგების გამოცხადება - 24 თებერვალი
•დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 27 – 28 თებერვალი
•დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 28 თებერვალი
•ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 1 – 2 მარტი
•საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 2 მარტი;
•ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 6 მარტი.
მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დოკუმენტების მიღება 10:00 - 17:00 სთ.):
•
განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
•განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
•მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2016 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
•ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
•პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
•სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
•სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
•უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
•სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.
საკონტაქტო ინფორმაცია
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი), ოთახი 303, ტელ.: (+995 32) 2 30 40 70
იურიდიული ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№ 3, თსუ II კორპუსი, ოთახი
№117; ტელ.: (+995 32) 2 29 08 41.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N107, ტელ.: (+995 32) 2 22 44 69;