2011-04-16

სტუდენტური კონკურსი – მისია 2011

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო" წარმოგიდგენთ კონკურსს

მისია 2011

ბორჯომი ჩემი წყალია

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის (III, IV კურსის) და მაგისტრატურის  სტუდენტებით დაკომპლექტებულ ჯგუფს (3-5 სტუდენტი).

კონკურსის პრეზენტაცია გაიმართება  13 აპრილს 15.00 საათზე, თსუ V კორპუსი, №313 აუდიტორია;


კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება:

მისიის I ეტაპი – შიდა შესარჩევი ტური
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მისიის პირველ ეტაპზე ჩამოთვლილი დავალებებიდან ერთ–ერთი უნდა შეასრულონ:  
  1. კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“  ბრენდის  „ბორჯომის“ ან „ლიკანის“  სარეკლამო კამპანიის ანალიზი (ინფორმაციის მოძიება  შეგიძლიათ  ფეისბუქზე, ჯგუფი სახელად – მისია 2011)
  2. კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ ბრენდის „ბორჯომის“ ბოთლის ცვლილებების მიზეზები  და ამ პროცესის ანალიზი (ინფორმაციის მოძიება  შეგიძლიათ  ფეისბუქზე, ჯგუფი სახელად – მისია 2011)
  3. საუკეთესო სარეკლამო სცენარი ბრენდისთვის „ბორჯომი“ ;
  4. დაგეგმეთ პრომო აქცია ბრენდისთვის „ბორჯომი“;
შესრულებული დავალება 25 აპრილამდე  კონკურსის ელექტრონულ მისამართზე misia@tsu.ge  მოგვაწოდეთ.

უნივერსიტეტის და კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო" ჟიური შიდა შესარჩევ ტურში გამოავლენს 5 საუკეთესო სტუდენტურ ჯგუფს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის მონაწილეები გახდებიან.

მისის II ეტაპი – დასკვნითი ტური

გამარჯვებული ჯგუფები გაემგზავრებიან ექსკურსიაზე ქ. ბორჯომში, სადაც კომპანიის მენეჯმენტთანდა თსუ–ს ხელმძღვანელებთან ერთად დაათვარიელებენ ,,ბორჯომის,, ჩამოსასხმელ ქარხნებსა და ,,ბორჯომის,, მინერალური წყლისსაბადოს ინფრასტრუქტურას, რის შემდეგაც სტუდენტებს მიეცემათ მეორე ტურის დავალება.  

გამარჯვებული სამი გუნდი მიიღებს პრემიას:

I ადგილი – 2500 ლარი
II ადგილი 1500 ლარი
III ადგილი 1000 ლარი

ადევნე თვალი კონკურსის მსვლელობას ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე

www.tsu.edu.ge

www.borjomi.com


www.facebook.com

ჯგუფის სახელი მისია 2011


იხილეთ კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო"–ს პრეზენტაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით


 22 23 91
Print

« იხ. ყველა სიახლე