2010-12-14
ბრძანება №2028/01-04 სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის შეუსრულებლობის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის შეუსრულებლობის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის, "აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 ოქტომბრის №860 ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 26 ნოემბრის №29352/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2010 წლის 26 ნოემბრის №29324/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2010 წლის 19 ნოემბრის №28854/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 25 ნოემბრის №29248/02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2010 წლის 30 ნოემბრის №29567/02 და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2010 წლის 25 ნოემბრის №29226/02 წარდგინებების საფუძველზე,
ვბრძანებ:
-
შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის შეუსრულებლობის გამო ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით შემდეგ სტუდენტებს:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (დანართი 2);
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
- შეტანილ იქნეს ცვლილება აკრედიტებული უმაღლესი საგნმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრში (თსუ-ის ნაწილში) და ეცნობოს სსიპ _ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
- კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს.
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
- დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
- ბრძანება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52).
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ა. კვიტაშვილი
« იხ. ყველა სიახლე