ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის
სტუდენტთა სამეცნიერო წრე სტუდენტურ კონფერენციას მართავს.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.
კონფერენცია ტარდება შემდეგი მიმართულებებით: არქეოლოგია, ისტორია, ეთნოლოგია, ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია
მონაწილეობის მსურველებმა
2015 წლის 22 მაისამდე უნდა გამოაგზავნონ თეზისები (არაუმეტეს 250 სიტყვისა) შემდეგ მისამართზე:
greekstudies@tsu.ge
საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება პერიოდულ ჟურნალში: "მნემოსინე".
კონფერენცია ჩატარდება
2015 წლის 14 ივნისს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 598 21 20 04 – თამარ ლეჟავა