კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეორე და მესამე კურსის და მაგისტრატურის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებს.
სტიპენდია
ნ
ტთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება / შეფასება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
გასაუბრება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი )
საბოლოო შერჩევა /სტიპენდიის მინიჭება (ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა სტუდენტებმა
ა/წ 24 მაისის 12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ.ფოსტაზე:
outgoingmobility@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი;
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით);
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არა უმეტეს ორი გვერდისა);
რეკომენდაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტიდან ერთ-ერთი:
-
2018 წლის 9 ოქტომბერს ან 13 მარტს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა (მინიმალური ქულა: 71);
- მოქმედი ენის საერთაშორისო სერტიფიკატები (TOEFL (iBT) - მინიმალური ქულა - 87, IELTS - მინიმალური საშუალო ქულა 6.5);
- უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული კემბრიჯის სერტიფიკატები (მინიმუმ B2 დონე);
სტიპენდია ფარავს:
საცხოვრებელი ბინის, კვების, კურსების საფასურის ხარჯებს.
გამარჯვებულმა სტუდენტმა თავად უნდა დაფაროს საერთაშორისო მგზავრობისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები.
დამატებითი ინფორმაცია:
არასრული ან /და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით: exchange@tsu.ge.