2010-09-22
იუნესკოს დადგენილებით ფილოსოფიური პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში (2002 წლიდან) ტარდება ,,ფილოსოფიის დღე’’
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტი 2010 წლის 20 ნოემბერს ატარებს
იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას:
,,ფილოსოფია და რელიგია”
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა მოხსენების თეზისები (ორი ნაბეჭდი გვერდი A4) უნდა წარმოადგინონ 2010 წლის 10 ნოემბრამდე თსუ II კორპ. ფილოსოფიის ინსტიტუტში, კაბინეტი №205 (საკონტაქტო პირი: პროფ. დემურ ჯალაღონია, ელ.ფოსტა: demuri.jalagonia@tsu.ge).
« იხ. ყველა სიახლე